კეი ბელი ჰათჩინსონი: ქართველები იმსახურებენ, რომ გამთლიანებული ქვეყანა დაიბრუნონ

ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი კეი ბელი ჰათჩინსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა.

მისივე თქმით, ქართველები იმსახურებენ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„ქართველ ხალხს სურს, იყოს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ მათ ამ სურვილის შესრულებაში ვეხმარებით.

საქართველოში არის დემოკრატია და ამავე დროს ამ ქვეყნის შემადგენელი ორი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მიერ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა. ქართველები იმსახურებენ, რომ გამთლიანებული ქვეყანა დაიბრუნონ. რუსეთმა უნდა მოუსმინოს ამ ხალხს, რომელთაც აქვთ დემოკრატია, – განაცხადა ჰათჩინსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები