ირაკლი ლატარია: ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი იდენტური სიტყვებით იმეორებს, ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს დიდი მიღწევააო
“ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებენ, ყველა ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევააო”, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
“გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ საერთო მესიჯბოქსით, ერთი ადამიანის მოფიქრებული წინადადებებით საუბრობენ კვლევებზეო. უცნაურია ძალიან, მაგრამ გუშინ, ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებენ, ყველა ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევაო. ღამის 12 საათზე კვლევის გამოგდებაც საინტერესოა, ვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ეგ ცალკე თემაა”,- წერს ირაკლი ლატარია.