ანდრია გვიდიანი: არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, რაც რუსთაველზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე

ეკონომისტ ანდრია გვიდიანის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები და სიტუაციის გამწვავება, რაც რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ, ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

მისი თქმით, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის პროცესი, შესაძლოა, ბიუჯეტის ჩაგდებისკენ იყოს მიმართული.

“ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის აქციები, სიტუაციის გამწვავება და ა.შ. ის, რაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. ეს იქნება ლარის კურსი, უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო იმიჯი თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და შესაბამისად ის არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, მოწოდებები გვესმის რევოლუციური სცენარისკენ, მოწოდებები გვესმის, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ, სახელმწიფო შენობების პიკეტირება უნდა მოახდინონ, აზიანებს საქართველოს იმიჯს.

ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მეც მაქვს მოსაზრება, რომ ეს ოპოზიციის პროცესი შესაძლოა მიმართული იყოს ბიუჯეტის ჩაგდებისკენ. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ტექნიკურად ერთ-ერთი გზა ამის ბიუჯეტის ჩაგდებაა. პარლამენტის პიკეტირებაც ამისკენ არის მიმართული. ბიუჯეტის მიღებას აქვს თავისი ფაზები და თუ დაირღვა ვადები, პრეზიდენტი ვალდებულია, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ნუ გგონიათ, რომ ოპოზიციას მოეპრიანა და ასე მიიტანეს ქვიშები, ხვალ სხვა შენობასთან მიიტანენ, იქ აგურებიც მიიტანეს და ალბათ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ის არის, რომ ჩავარდეს ბიუჯეტი. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური პროცესების ეფექტური მართვა. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან, სახელმწიფო გამოიყვანონ წყობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი რეაქციაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო. მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფომ, უყუროს, რა მოეპრიანება გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას? ეს ხომ სისულელეა,”- აცხადებს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები