გია ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე ურტყამენ და შემდეგ თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა

ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე ურტყამენ და შემდეგ თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვოლსკის თქმით, “საქართველოს” სკანდირება ყველაზე ლაღად ქართულ პოლიციას შეუძლია.

“თუკი რეალურია ის, რასაც IRI-ის კვლევები აჩვენებს, რა არის საშიში იმაში, რომ თვალი თვალში გაუყარონ თავის ამომრჩეველს და არჩევნები ჩაატარონ იმ წესით, რასაც თუნდაც, ეს დეპუტატები მოითხოვენ?

ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე ურტყამენ და შემდეგ თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა – ორი ვაშაძეა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. სკანდირება “საქართველო, საქართველო” თუ ვინმეს შეუძლია ლაღად, ეს არის ქართული პოლიცია. კუნთების თამაში მოიკითხოს თვითონ თავისთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები