არჩილ თალაკვაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: წესების გარეშე შეუძლებელია, წინადადება დაინიცირდეს

ასეთი პროცესის ინიცირება გაწერილია კანონით და წესების გარეშე შეუძლებელია, წინადადება დაინიცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მაჟორიტარულ სისტემაზე რაიმე შეთანხმებული პოზიცია მმართველ გუნდში არ არსებობს.

“ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია, რომელთაც სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. მათ უფლება აქვთ, თავისი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება გაწერილია კანონით და წესების გარეშე შეუძლებელია, წინადადება დაინიცირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები