“მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა, დებილები კი ბევრგან არიან”(ვიდეო)

0

ხალხმა კი არა მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა, დებილები კი ბევრგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი მინახავს, – ამის შესახებ შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, ხალხმა ყველა საარჩევნო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარე გაიგოს.

“ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს, რა არის კარგი და რა არის ცუდი მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაში, იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. გაიხსნას დისკუსია, მოსახლეობას ყველა სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარე გავაცნოთ. მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არ იცის. ხალხმა კი არა მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, რით განსხვავდება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა. დებილები კი ბევრგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი მინახავს,” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი