თელავში ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ,,სილუეტების სამყარო“ გაიხსნება
19 ნოემბერს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით მოეწყობა თვითნასწავლი ხელოვანის – ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ,,სილუეტების სამყარო“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნაირა აბრამიშვილი მირინოსის ფერადი მატყლით ქმნის სინტერესო, ლამაზ ნახატებს, რომლებიც ყურადღებას იპყრობს – ფერთა შეხამებითა და ორიგინალურობით.
გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ თევზის ფხით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც 2015 წელს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში გამარჯვებულთა შორის მოხვდა და შევიდა წიგნში ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება”.