ვაჟა სირაძე: აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ

0

აქციის მონაწილეებს არაერთხელ მივეცით გაფრთხილება, რომ პარლამენტის ბლოკირება იყო უკანონობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“აქციის მონაწილეებს არაერთხელ მივეცით გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პარლამენტის ბლოკირება იყო უკანონობა. შესაბამისად, ჩვენ შევედით მათთან კომუნიკაციაში, მოლაპარაკებაზე, გავაფრთხილეთ და ვაცნობეთ, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, რის შემდგომაც, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად, გამოყენებული იქნა პოლიციური ძალები, რომლებმაც მოახდინეს პარლამენტის შენობაში შესასვლელების გახსნა. რაც შეეხება, მიმდინარე პროცესში დაკავებულებს, ის პირები ვინც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა, დაკავებული იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 18 პირი იყო დაკავებული, რის შემდგომაც დაემატა რამდენიმე პირი, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ – განმარტა სირაძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი