შსს-მ მიერ მიცემული 30-წუთიანი ვადის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა კარვების დაშლა დაიწყეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა კარვების დაშლა დაიწყეს.
ამის შესახებ ქალაქის ცენტრალური გამზირიდან „კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება.
ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მიყვანილი.
ამასთან, სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებს კარვების დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას მიმართავენ.