ბრიუსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ვიზიტი მიმდინარეობს

 ბრიუსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მონაწილეობენ – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
პირველ დღეს საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რონდელის ფონდის პრეზიდენტი, ეკატერინე მეტრეველი, რონდელის ფონდის მკვლევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში, ქალბატონი თეა გოგოტიშვილი და დელეგაციის სხვა ოფიციალური წევრები ეწვივნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას, სადაც მათ უმასპინძლა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე).
სტუმრებმა მოილოცეს და დაათვალიერეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ახლახან უსასყიდლოდ გადმოცემული საკათედრო ტაძარი.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ევროპის სახალხო პარტიის ოფისში, ევროპარლამენტსა და ნატოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები