გია ჩხატარაშვილის ფოტოგამოფენა – „ზემო აჭარა“ გაიხსნება

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გია ჩხატარაშვილის ფოტოგამოფენა – „ზემო აჭარა“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გია ჩხატარაშვილი ფაქიზი გემოვნებით, დახვეწილი ესთეტიკითა და უნაკლო ტექნიკით მოაქვს ჩვენამდე სათქმელი. მისი ყოველი ნამუშევარი ბუნებისა და ადამიანის შინაგან მოძრაობას პოეტურად გადმოსცემს.
გამოფენა  23 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გია ჩხატარაშვილს უცხოეთში უკვე ჰქონდა მრავალიპროფესიული გამოფენა; მას იცნობს და აფასებს დასავლეთის ფოტოგრაფიული საზოგადოება. 1993 წლიდან იგი არის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფედერაციის – FLAP-ის წევრი, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემულ ფოტოალბომებში დაბეჭდილი აქვს საუკეთესო ნამუშევრები.
მისამართი: თბილისი, გ.ჭანტურიას ქ. #8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები