დედა-შვილის ფერები: ერთობლივი გამოფენა გაიმართება

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, 9 წლის ლაშა ლაბაძისა და მისი დედის – თაკო მეგრელიძის ერთობლივი გამოფენა  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, დედა-შვილი მრავალ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობს. ტრადიციად აქციეს, შემოსული თანხით ყოველწლიურად სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს დაეხმარონ.
ეს გამოფენაც საქველმოქმედოა, – ,,დაბადების დღე აქვს ერთ-ერთ ბავშვს 17 დეკემბერს და გვინდა გავახაროთ“, – ამბობს თაკო.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება თაკო მეგრელიძის მიერ შექმნილი სამკაულები, ნაქსოვი აქსესუარები და საახალწლო დეკორი.
ლაშამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. შვილის ფანტაზია და ფერის სიყვარული თაკოსთვის, რომელიც დიზაინერია, სტიმული გახდა, ხატვა დაეწყო.
გამოფენა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები