არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“  მსოფლიო პრემიერა გაიმართა

არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „უარყოფითი რიცხვების“  მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „უარყოფით რიცხვებს“ ქართველი მაყურებელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავს.
ფილმის რეჟისორია უტა ბერია.
„უარყოფითი რიცხვები” ხორვატიაში პულას 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
„უარყოფითი რიცხვების” სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films-მა გადაიღო, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტზეა – არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბში მეცადინეობები დაინიშნა.
ფილმის გადაღებები პროექტ „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობდა და იგი სამი ქვეყნის კორპროდუქციას — საქართველო, საფრანგეთი და იტალია — წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები