სუს-ი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს.

“უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი