თამარ ჩუგოშვილი: ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ

უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ირინა ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ, პარლამენტს ორშაბათს მიმართავენ. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შემდგომი ნაბიჯების შესახებ მომავალში გააკეთებენ განცხადებას.

“გუშინ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება, დავტოვოთ “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია.

​ჩვენ სამი წელია ვართ “ქართული ოცნების” წევრები და ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა.

​ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას”, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები