საქართველოში მოსალოდნელია ნისლი და წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდები შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 16-17 ნოემბერს თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმაც.

“დასავლეთ საქართველოში, უახლოებს დღეებში კვლავ უნალექო ამინდები ნარჩუნდება. ზოგან, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი.
დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ +19-24 გრადუსამდე იქნება. მთიან რაიონებში +17-22 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი +14-19.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვირის ჩათვლით, კახეთსა და თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ნისლიც.
ხვალ და ზეგ, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით კი, ჰაერის ტემპერატურა +13-დან +15 გრადუსამდე მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდები იქნება”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები