დიდ დიღომში 20 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში 20 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

როგორც მეზობლები ვარაუდობენ, შესაძლოა, ის საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდა. მეორე ნაწილი კი მკვლელობასაც არ გამორიცხავს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მამაკაცის ცხედარი ჯერჯერობით პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ და პიროვნების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები