რუსთაველზე, აქციის მონაწილეები კასრებში ცეცხლს ანთებენ (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სადაც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ, გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს, რომლებშიც ცეცხლს ანთებენ.
​როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია კვლავ გაგრძელდება და საზოგადოებას შეუძლია, სურვილისამებრ აქტივისტებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

​ისინი აქციის გაგრძელებას მოთხოვნების შესრულებამდე აპირებენ.​

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები