ვახტანგ ჭარაია: ვულოცავ საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას

“ვულოცავ საქსტატს და მის ხელმძღვანელს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას – ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვას, რომელსაც ევროკავშირი და ჯამში მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც ნებისმიერ მკვლევარს და დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს, რაც თავის მხრივ უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას ხდის შესაძლებელს.

ზემოთხსენებულ სიკეთეებთან ერთად, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შეიცვალა / გადაანგარიშებულ იქნა წინა წლების ცალკეული პარამეტრებიც, მათ შორის 2018 წლის GDP – 44,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, GDP per capita-მ კი 4722 აშშ შეადგინა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია საინვესტიციო რეიტინგის გასაუმჯობესებლად”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქსტატი დღეიდან ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები