კარლ ჰარცელი: პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს შექმნის, სამწუხაროა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, დღეს ვხედავთ იმის შედეგებს, რაც მან გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა პოლარიზაციის რისკებს გააძლიერებდა. მისივე შეფასებით ეს სამწუხაროა.

„მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა.
დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები