საქართველოში ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდა.
პარტიაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, თუ რასთან დაკავშირებით იმართება შეხვედრა, თუმცა ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” იმყოფებიან: პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც გუშინ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები