კობახიძე უმრავლესობიდან წასულ ყოფილ თანაგუნდელებზე: შევეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება საქმეს

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებმაც გუშინ მომხდარის გამო უმრავლესობა დატოვეს, კონსულტაციები გაგრძელდება.
როგორც კობახიძე აცხადებს, შეეცდებიან მათ დარწმუნებას და გუნდში დაბრუნებაზე შეთანხმებას.

“ეს დეპუტატები გარდა იმისა, რომ ჩვენი კოლეგები არიან, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებიც არიან. ჩვენ შევხვდებით დღეს, შევხვდებით ხვალ, გავაგრძელებთ კონსულტაციებს და შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება საქმეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები