თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს

უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს. როგორც მან განაცხადა, ამისათვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა ჰყავთ.

“გადაწყვეტილებაში, რომელიც მივიღეთ გუშინ არაფერი შეცვლილა. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, გვყავს დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, თუმცა არ ეტაპზე კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები