„სახიფათო თამაშები“ – დავით ხიდაშელის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

 დავით ხიდაშელის პერსონალურ გამოფენას – „სახიფათო თამაშები“ „იარტ გალერეა“ მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია  მხატვრის მიერ 2018-19 წლებში შექმნილი რამდენიმე ციკლი: თემატური კომპოზიციები, პორტრეტები, ნატურმორტები.
დავით ხიდაშელი დაიბადა 1962 წელს ქუთაისში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი წიგნის ილუსტრაციის სპეციალობით.
1987 წელს, ბეთანიის მონასტერში ქართული საეკლესიო მხატვრობის შესწავლა დაიწო და იქვე სატრაპეზოც მოხატა. ამ დროიდან მოყოლებული, მუშაობა დაიწყო, როგორც მონუმენტალისტმა და ხატმწერმა. მოხატული აქვს ოცამდე ეკლესია;
ამჟამად ბათუმის სამების ტაძრის მოხატულობაზე მუშაობს.
დავით ხიდაშელის ნამუშევრები დაცულია „ხელოვნების სასახლეში“ და კერძო კოლექციებში.

მის: დ.უზნაძის ქ.#13. „იარტ გალერეა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები