ქუთაისში პროექტის, “სტუდენტები გენდერული ბიუჯეტისთვის“, პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში პროექტის, “სტუდენტები გენდერული ბიუჯეტისთვის“, პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, გენდერული თანასწორობის ასპექტების გაძლიერებას და ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართვას.

პირველ ეტაპზე მოხდება ახალგაზრდების გადამზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და კომპეტენციების; გენდერის, გენდერული მეინსტრიმინგისა და სოციოლოგიური კვლევების პრაქტიკის მიმართულებით. სტუდენტები დაესწრებიან სემინარებსა და ტრენინგებს.

მეორე ეტაპზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და პროექტის მონაწილეები, ორგანიზებას გაუწევენ ადმინისტრაციულ ერთეულებში ფოკუს-ჯგუფის ტიპის შეხვედრებს და ერთობლივად განახორციელებენ კვლევების შედეგების ანალიზს.

კვლევებში დაფიქსირებული საჭიროებების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საბჭო და პროექტის მონაწილეები, საბიუჯეტო ინიციატივებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ .

პროექტი ორთვიანია და დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები