ირაკლი შიოლაშვილი: თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს კანონპროექტს, მე დავტოვებ უმრავლესობას

ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს მას, მე დავტოვებ უმრავლესობას, – აღნიშნული განცხადება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

“აქედან გადავინაცვლებთ პარლამენტში და ამ რეჟიმში ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას. მე თავიდანვე ვთქვი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს და ნათლად მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ქვეყანას დააყენებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, ეს არ არის კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი კანონპროექტი, ეს არის მთელ ქვეყანაზე გათვლილი, მთელი ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი კანონპროექტი, თუ როგორ უნდ იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ, როგორი სტაბილური იქნება ქვეყანა. ამიტომ ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს მას, მე დავტოვებ უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები