კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში

დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გზას უხსნის ყველა საარჩევნო ძალას, არსებულს, რეიტინგულს და პარტიებს განვითარების საშუალებას აძლევს.

“გამახსენდა 2008 წლის გაზაფხული, როდესაც თქვენ, თქვენი კოლეგები, პარლამენტარები და არაპარლამენტარები, ოპოზიცია ვითხოვდით აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მახსოვს როგორ დამთავრდა ეს შიმშილობის აქცია და თქვენც, ერთ-ერთ მონაწილეს კარგად გემახსოვრებათ. ეს აქცია დაშალეს, დაარბიეს და მაშინდელი ხელისუფლებიდან იყო სასტიკი უარი, რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არც კი განიხილებოდა.

აქ, ახლა, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას აქვს სხვა შეხედულებები და მე ეგ არ მიკვირს, მაგრამ თქვენგან, ბატონო მამუკა, ნამდვილად გამკვირვებია.

ფაქტობრივად, დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს რაზეც მე, თქვენ, ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გზას უხსნის ყველა საარჩევნო ძალას, არსებულს, რეიტინგულს და საშუალებას აძლევს პარტიებს განვითარებისთვის. მე ვერ ვხვდები და საზოგადოებაც დაიბნა, რას ითხოვთ და რა არ მოგწონთ თქვენ კონკრეტულად. რა ქნას ხელისუფლებამ მეტი?”,- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ,”- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები