სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.