სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა, რომლითაც ყველა დაინტერესებულ პირს ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნა შეეძლება. ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წამლის ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება.
“ამისთვის საკმარისია, საძიებელში წამლის არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება (ე.წ. გენერიული დასახელება) შეიყვანოს და გაყიდვაში არსებული თითქმის ყველა ბრენდის ფასი გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სისტემა აჩვენებს როგორც კოლოფის, ასევე ერთეულის ფასს. ერთეულის ფასი გამოთვლილია ტაბლეტების რაოდენობისა და დოზის გათვალისწინებით. ასევე მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა.
თავად ფასები არის სავარაუდო და მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 5- 10% – ს. ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება, თუმცა როგორც გაერთიანებაში განმარტეს, მთავარი ისაა, რომ სისტემა საშუალებას იძლევა, თვალსაჩინო იყოს ბრენდებს შორის ფასთა განსხვავება, რაც პრაქტიკულად არ იცვლება.
აღსანიშნავია, რომ ერთიდაიგივე შემადგენლობის წამლებს შორის ფასთა სხვაობა 900-1000% (ათასი)-ით მერყეობს სხვადასხვა ბრენდებს შორის. რაზეც არაერთი კვლევა მეტყველებს.
ამ ეტაპზე ეს არის ხელმისაწვდომი ყველასთვის”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები