სანდრო ბრეგაძემ ომბუდსმენის ოფისთან პატრული გამოიძახა

“ქართული მარშის” წევრი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასგან ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ში ბავშვების მონაწილეობის საკითხის შესწავლას მოითხოვს.

მისი თქმით, ფილმის გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა.

“კარგად მომისმინე ლომჯარია, დაახლოებით ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად, მე შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი- ეს არის პოლიტიკური სანაგვე და გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ, რომ შენ ხარ უნამუსო, მოძალადე და კანონდამრღვევი ადამიანი. ახლა გინდა დაიმალე და გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი”,- განაცხადა ბრეგაძემ.

სახალხო დამცველის ოფისში “ქართული მარშის” წევრები მივიდნენ და ნინო ლომჯარიას მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათ შეხვედრაზე შესვლის უფლება დაცვის სამსახურმა არ მისცა, რის შემდეგაც სანდრო ბრეგაძემ პატრული გამოიძახა. საპატრულო პოლიციამ ტერიტორია საბოლოოდ თავად ბრეგაძეს დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები