ნოდარ ბადურაშვილის გამოფენა – „სამანი“ 23 ნოემბრამდე გაგრძელდება (ფოტოკოლაჟი)

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში  ნოდარ ბადურაშვილის გამოფენა „სამანი“ გაიხსნა.
ნოდარ ბადურაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია კინო-ტელე მხატვრობის სპეციალობით. ნოდარ ბადურაშვილი მუდამ დიდ ინტერესს იჩენდა დაზგური ფერწერის მიმართ და მის ნამუშევრებს ხშირად ნახავდით საგაზაფხულო თუ საშემოდგომო გამოფენებზე.
90-იან წლებში, როცა ქართული ფერწერის ახალი თაობის წარმომადგენლებმა ყურადღება მიიქციეს თამამი მხატვრული ძიებებით, მათ შორის იყო ნოდარ ბადურაშვილიც. მნახველს მოსწონდა მისი სურათები და იმხანად საქართველოსა და უცხოეთში არაერთ კერძო კოლექციაში დაიდო ბინა.
ბოლო წლებში მხატვარს ასეულობით ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი დაუგროვდა. მათ შორის 25 ტილო გამოარჩია და ამჯერად ის გამოფინა.
„სამანი“ – ასე ნათლავს  ნოდარ ბადურაშვილი თავის გამოფენას. ვინძლო, ამ ექსპოზიციით მან აჯობოს საკუთარ თავს და სამუდამოდ დაუდოს სამანი მსგავსად ხანგრძლივ მდუმარებას, რათა კვლავაც აქტიურად ჩანდეს ქართულ სამხატვრო ცხოვრებაში“, – აღნიშნა არტიკრიტკოსმა გიორგი ლალიაშვილმა.
გამოფენა 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ათონელის ქუჩა N9.

თამარ შაიშმელაშვილის ფოტორეპორტაჟი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები