„კერამიკის მუზეუმი“ – გამოფენა გაიხსნება

13 ნოემბერს, 18:00 საათზე,  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა – „კერამიკის მუზეუმი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, დამთვალიერებელს გააცნოს კერამიკული ხელობა და ხელოვნება, ასევე, სამუზეუმო სივრცეში წარმოადგინოს კერამიკული მუზეუმის პროტოტიპის იდეა.
კერამიკის მუზეუმის შექმნის იდეის ირგვლივ რვა მხატვარი გაერთიანდა. ისინი მოგვითხრობენ პროფესიასთან თავიანთი დამოკიდებულების, კერამიკის, მისი ისტორიის, მასალის თვისებებისა და შესაძლებლობების შესახებ; იმ ევოლუციასა თუ ტრანსფორმაციაზე, რომელიც კერამიკულმა ხელოვნებამ განიცადა. გამოფენა არის ის მედიუმი, რომლის საშუალებითაც თქვენ ნახავთ, თუ რა გავლენა იქონია თოთოეულმა ავტორმა ამ ცვლილებებზე.
მონაწილეები: მალხაზ შველიძე, ნატო ერისთავი, გიგიშა პაჭკორია, ლია ბაგრატიონი, ლალი ქუთათელაძე, ოთარ ვეფხვაძე, მერაბ გუგუნაშვილი, ილია ბიგანიშვილი.
გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი შუა საუკენეების კერამიკული ნაკეთობები და კერამიკოსის, ალდე კაკაბაძის ნამუშევარი “მარანი – საქართველო”.
გამოფენა 9 დეკემბერის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები