ლადო ვარდოსანიძე: წყალტუბოს ურბანული განვითარების გეგმა ქუთაისთან ერთიან კონტექსტში უნდა მომზადდეს

“ჩვენ დღეს კურორტ წყალტუბოს განვითარებაზე სრული ინფორმაცია მივიღეთ, თუ რისი განხორციელება იგეგმება სამომავლოდ. ამ ეტაპზე, მეტი ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელიცაა. ჩვენი მოსაზრებაა, რომ წყალტუბოს ურბანული განვითარება ქუთაისთან ერთიან კონტექსტში უნდა იყოს შესწავლილი და განხილული,“ – ამის შესახებ ურბანისტმა, ლადო ვარდოსანიძემ, კურორტ წყალტუბოს განვითარების კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განხილვაზე რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდა აქცენტი, რადგან აღნიშნული საკითხი კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს.

ლადო ვარდოსანიძის განცხადებით, კონცეფციის თანახმად, კურორტის განვითარების ბოლო ეტაპზე წყალტუბო პირდაპირ, თუ ირიბად 20,000 ადამიანს დაასაქმებს. ამდენად, შრომითი რესურსებისა და კადრების მომზადების მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

მისი თქმით, ასევე საგულისხმოა სასტუმროების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის მიმართულებაც, რომლის შესახებ ასევე გადაწყვეტილებაა მისაღები.

“კურორტის აღორძინების კონცეფციას თავისი განვითარების სტრატეგია გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ პროექტს მაქსიმალურად კრიტიკული თვალით შევაფასებთ, მაგრამ რომ იტყვიან, ფიცი გვწამს,“ – განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები