სოსო ფხაკაძე – კურორტ წყალტუბოს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტია

„კურორტ წყალტუბოს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტია. ძალიან რთულია, ნახო ისეთი ინვესტორი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს რისკებს, ჩადებს მსხვილ ინვესტიციას ისეთ ძალიან მაღალრისკიან პროექტში, როგორიცაა წყალტუბო. ასე რომ არ იყოს, ლოგიკურად დაისმება შეკითხვა, – ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მოხდა სასტუმროების პრივატიზება, რატომ არ განხორციელდა კურორტის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მსხვილი ინვესტიცია და სხვ. დღეს მთავრობისა თუ კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მიუხედავად, კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კურორტ წყალტუბოს განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვაზე.

კონცეფციის პრეზენტაციას დღეს მთავრობის, ბიზნესის, ურბანიტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მეშვეობით, თუ კერძო ინიციატივით, შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც კერძო სექტორს რისკებს შეუმცირებს და ინვესტიციების განხორციელების სტიმულს მისცემს. მისი თქმით, თუ პროცესი სწორედ წარიმართა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც ზოგადად ქვეყანას, ასევე ადგილობრივ მოსახლეებს.

„ჩვენი ასოციაციის ბევრი წევრი ჩართულია ტურისტულ ინდუსტრიაში და არ გამოვრიცხავ, თუ რომელიმე მათგანი სამომავლოდ გადაწყვეტს წყალტუბოს პროექტში მონაწილეობას,“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები