მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევისას სკოლის მოსწავლე დაშავდა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით,სკოლაში მიმავალ მეშვიდე კლასის მოსწავლეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არასრულწლოვანი მარნეულის ავერსის კლინიკაში, ბავშვთა რეანიმაციაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები