სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის ატაშე სტეფან ელერტი.

გრიგოლ ლილუაშვილმა და ჰუბერტ ქნირშმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გერმანიის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

კომენტარები

კომენტარი