სალომე სამადაშვილი: გაუგებარია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პეტრე ცაავას კავშირი სად გამოიკვეთა

რუსეთთან დაკავშირებით პეტრე ცაავას ხედვები ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს ბიძინა ივანიშვილის ხედვებთანაა, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია.

“რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვები ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან. მან ასევე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა ივანიშვილზე, გახარიაზე და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ გარკვეულ მიმართულებებთან, რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკის საკითხებს. ჩემთვის გაუგებარია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი სად გამოიკვეთა”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები