„ქუჩაში უნდა გამოვიდეთ არჩევნებამდე 3 თვით ადრე“ – გურამ ფალავანდიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს

საინიციატივო ჯგუფის “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა. როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, მისი მოძრაობა ყველა თანამოაზრესთან ითანამშრომლებს.
„ვართ ერთადერთი ოპოზიცია, ვინც მართლა მოქმედებს და ბლოკირებულ ტელევიზიებში არანაირი შანსი არ გაგვაჩნია. ჩვენი გზა არის ქუჩა, რაც ზვიად გამსახურდიას დროს იყო. ჩვენ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ არჩევნებამდე 3 თვით ადრე. ჩემი აზრით, ეს არ გამოვა ქუჩის გარეშე. ჩემი ერთი ვერსიაა: დავიკავოთ რაღაც ტერიტორია, ეს შეიძლება იყოს პეკინის გამზირი, ან ვაჟა ფშაველას გამზირი, ან რუსთაველი. გვექნება ჩვენი შტაბი, ბაზა, თუ კარავი და იქნება იქ მჯდომი 500 კაცი, უნდა იყოს მუდმივი აქციები, რომ ჩვენ გავშუქდეთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები