ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ბავშვი და ქალი ემსხვერპლნენ

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ემსხვერპლა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ს გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები