კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის 8 ოქტომბერს დაშავების ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

საგამოძიებო უწყებამ დღეს, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები