პაატა ბურჭულაძე: „იავნანას“ საქმეზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ საქმეზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, პროკურატურისგან წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო.
„ფონდმა „იავნანამ“ პროკურატურის წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი. მეგობრებო ამიხსენით! თუკი სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, აწი საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი „იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული დაისჯება საჯაროდ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გვერდით დაუდგა „იავნანას“. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის პირველი წერილობითი მიმართვა პროკურატურის მიმართ, თუმცა ყველა ჯერზე პასუხი უცვლელია – გამოძიება მიმდინარეობს!“,-დაწერა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები