ფოთის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად, ფოთის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
უფლებადამცველის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
„რაც ბრალს გავეცანი, ეს უფრო ვარაუდებზეა დამყარებული, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს“, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ბრალკდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები