კახა კალაძე: “ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც უმრავლესობის მოპოვება შეუძლია

“ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც უმრავლესობის მოპოვება შეუძლია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის. რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია ემზადება, ისე ემზადება “ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით მივაღწიოთ გამარჯვებას. პროცენტებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით მოიპოვოს უმრავლესობა, რათა კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იყოს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები