კონსტანტინე თავზარაშვილი: გორის სოფლებში დროულად დაიწყება წყლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქიწნისის, სათემოს, ფლავის, ფლავისმანის, ტყვიავისა და მარანას მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან დღის წესრიგში დადგა იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაც მათთვის პრიორიტეტულია. აღნიშნულ სოფლებში ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას პრობლემათა ჩამონათვალის უმოკლეს ვადებში მოგვარების პირობა მისცეს.
„ვაგრძელებ ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აღნიშნულ სოფლებში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. პრობლემათა ჩამონათვალში ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყლის პრობლემა დასახელდა პრიორიტეტულად. აღნიშნულ სოფლებში დროულად დაიწყება წყლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
მოსახლეობასთან ასეთი ტიპის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, რომ სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები და ავსახოთ მომავალი წლის ბიუჯეტში, რათა მოსახლეობას უმთავრესად მოუგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები