გია ვოლსკი: ია კერზაიას საქმესთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა

ია კერზაიას საქმესთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას საქმესთან.

“ღია საზოგადოება ვართ, სამართლებრივი სისტემა არსებობს და შესაბამისი კონვენციის წევრებიც ვართ. აქედან გამომდინარე, სტრასბურგი ვერ იქნება მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდება. ამ საკითხთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები