გია ვოლსკი: ექპერტიზის ბიუროა, ადამიანია, თუ პოლიტიკური ძალა, უნდა დაფიქრდეს სანამ კითხვას დასვამს

ექპერტიზის ბიუროა, ადამიანია თუ პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა დაფიქრდეს სანამ რაიმე შეკითხვას დასვამს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ექსპერტიზის ბიუროს მიერ 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს დაზარალებული მაკო გომურისთვის დასმულ შეკითხვას “დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალი?”.

“ექპერტიზის ბიუროა, ადამიანია თუ პოლიტიკური ძალაა აუცილებლად უნდა დაფიქრდეს სანამ რაიმე შეკითხვას დასვამს ან კომენტარს გააკეთებს უნდა დაფიქრდეს კონკრეტული ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. სამართლებრივი საკითხია და ამ სამართლებრივი საკითხის ფორმატში ექნება ამას რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ კომპეტენტურ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მაკო გომურმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: “დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები