“ასთმა აწუხებდა, პერიოდულად წამალს იღებდა” – რას აცხადებენ გარდაცვლილი ეპისკოპოსის მეზობლები

“ასთმა აწუხებდა, პერიოდულად წამალს იღებდა. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს”, – ამის შესახებ ეპისკოპოსის, იასონ წამალაიძის გარდაცვალების შესახებ მისი მეზობელი აცხადებს.

არსებული ინფორმაციით, ეპისკოპოსი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში კუჭი აწუხებდა.

ეპისკოპოსის მამის, ქრისტეფორე წამალაიძის ცნობით, იგი საკუთარ ბინაში გარდაიცვალა გვიან ღამით. გარდაცვლილი 50 წლის იყო.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

ოჯახის ახლობლის ცნობით, ამ ოჯახს მას შემდეგ (1980-იანი წლები) რაც ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, არაერთხელ მიუღია მუქარის შემცველი შეტყობინება, თუმცა ის არ არის ინფორმირებული ბოლო დღეებში აგორებული სკანდალების შემდეგ დაემუქრა თუ არა მათ ვინმე.

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე ბინაში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იერემია (იასონ) წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

ქრისტეფორე წამალაიძე ერთ-ერთია იმ ხუთ მღვდელმთავარს შორის, რომლებმაც 1980-იან წლებში პატრიარქი ილია II “სოდომურ ცოდვაში მყოფი“ და პედოფილიაში ბრალდებული მაღალი რანგის სასულიერო პირების მფარველობაში დაადანაშაულეს.

ქრისტეფორე წამალაიძეს სინოდმა 1995 წელს ჩამოართვა ეპარქია და მღველმოქმედება აუკრძალა. ამჟამად იგი დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები