მარტვილში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
მარტვილის რაიონის სოფელ დიდიჭყონში 23 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.