ანრი ოხანაშვილი: მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს

პირადად ჩემთვის მაკო გომური არის დაზარალებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მაკო გომურის შესახებ განაცხადა, რომელმაც 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა.
“ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ეს ადამიანი არის დაზარალებული. მას უნდა ჰქონდეს მისი უფლებებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ მას მიეცემა მისი უფლებების სრულად რეალიზების შესაძლებლობა. მოვუწოდებ ყველას, რომ დამატებითი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ წარვმართოთ“, -აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები