გორის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო მანდატის დატოვებას არ აპირებს

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე საპარლამენტო მანდატის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასწორად გააჟღერეს.

“გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით ინფორმაცია, რომ თითქოს საკანონმდებლო ორგანოს ვტოვებ. ესაა ტყუილი. დამიკავშირდნენ და მე ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის სამშენებლო ბიზნესის გამო, ხშირად მისვამენ კითხვებს. მე სამშენებლო კომპანიის საქმიანობას მთლიანად ჩამოვცილდი და ჩემი შვილები უძღვებიან. ამიტომ, მინდა ვთხოვო იმ ჟურნალისტებს, რომ ჩემი კომენტარი სწორად დაწერონ და საკუთარი ინტერპრეტაციით ნუ მიჰყავთ”,- განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ.

ცნობისთვის, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და გორის მაჟორიტარს, იოსებ მაკრახიძეს არასამთავრობო ორგანიზაციამ “საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ ანტიკორუფციულ სააგენტოში  უჩივლა. მიზეზი გორში ჩატარებული ტენდერებია. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ტენდერებში კორუფციის ნიშნები იკვეთება, რადგან მაკრახიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები